Top

სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ლტოლვილთა სამართალზე ტრენინგი ჩატარდა

2024 წლის 28 მარტს იურიდული დახმარების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, დღეს უკვე უზრუნველყოფილია სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის. 

აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, 2024 წლის 16-17 ივლისს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ორგანიზებით, სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი მოქალაქეობის არქონის საკითხებზე. 
ადვოკატებს მიეწოდათ ინფორმაცია მოქალაქეობის არმქონეობის, საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოსა და საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის დადგენის პროცედურების შესახებ. 

ტრენინგში მონაწილეობას ასევე იღებდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებმაც ადვოკატებს  საკუთარი გამოცდილება, სამართალწარმოების სტრატეგიები და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს.