Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა სასამართლოში დავა მოიგო

მარტოხელა, სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა ლუბა ტ.–მ, რომელმაც სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო მომსახურებით ისარგებლა, სასამართლოში დავა მოიგო.

ლუბა ტ.–ს სურდა სასარჩელო განცხადების მომზადება შენგელი მ.–ის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში უარს ამბობდა პენსიონერისთვის ვალის დაბრუნებაზე. ლუბა ტ.–ის განმარტებით, 2012 წელს შენგელი მ.–მ მას სააგარაკე მიწის ნაკვეთის გაყიდვაში დახმარება შესთავაზა, ნაკვეთის გასხვისების შემდეგ კი კუთვნილი 7 ათასი დოლარიდან მხოლო 100 დოლარი გადასცა, თანხის დარჩენილი ნაწილის მიცემას კი რამდენიმე დღეში დაპირდა, თუმცა დაპირება არ შეასრულა.

2013 წელს, შენგელი მ.–მ პოლიციაში აღიარა ლუბა ტ.–ის მიმართ ვალის არსებობა და წერილობით აიღო ვალდებულება, რომ პირველ ეტაპზე  – 1000 დოლარს, ორი თვის შემდეგ კი  6000 დოლარს გადაიხდიდა. თუმცა აღნიშნული პირობაც დაარღვია.

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს კონსულტანტმა, ლევან ცალუღელაშვილმა, შეისწავლა ლუბა ტ.–ის საქმე და, სასამართლოში წარსადგენად, სარჩელი შედგინა. შედეგად, აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა და შენგელი მ.–ს ლუბა ტ.–ს სასარგებლოდ, ფულადი ვალდებულების სახით, 6900 დოლარის და 444 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა.