Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ნარკომომხმარებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე, იცავდა შოთა გ.-ს, რომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო დაიწყო.

შოთა გ. ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისათვის უკვე იხდიდა პირობით სასჯელს, რა პერიოდშიც, იგი ადმინისტრაციული წესით კიდევ ორჯერ დააჯარიმეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისათვის. ადმინისტრაციული სახდელის მეორედ დადება გახდა საფუძველი მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა. ჩატარებული ექსპერტიზით, შოთა გ.-ს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინა. ამას იგი მოწმის სტატუსით დაკითვისაც ადასტურებდა. ამის შემდეგ, არაერთი გამოძახების მიუხედავად, შოთა გ. საგამოძიებო ორგანოში აღარ გამოცხადებულა, რის გამოც მას დამცველად იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი დაენიშნა.

საქმეში ჩართვის შემდეგ, ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ სისხლის სამართლის საპროცესო კანონდებლობის ნორმების დარღვევა გამოავლინა. გაირკვა, რომ პროკურატურამ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ, შოთა გ.-ს ბრალი არა 24 საათის ვადაში, არამედ უფრო გვიან წარუდგინა, რაც არსებით დარღვევას წარმოადგენს. ამის საფუძველზე, ადვოკატმა თავისი დაცვისქვეშმყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა.