Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-ტრანსპორტირებაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, მერაბ მამულაძე, იცავდა თურქეთის მოქალაქე შეფიქ ს.-ს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენისა და საქართველოდან ტრანზიტულად გადაზიდვისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

გამოძიების ვერსიით, თურქეთის მოქალაქეებს ირანში ნაყიდი თხევადი ნარკოტიკული ნივთიერება, ჰიგიენის საშუალების საფარქვეშ, საქართველოს გავლით, მოლდოვაში გადაჰქონდათ.

შეფიქ ს. თავს დამნაშავედ არ სცნობდა. ბრალდებული ამკტიცებდა, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან არანაირი კავშირი არ გქონდა და უბრალოდ ასრულებდა მეგობრის თხოვნას ტვირთის დოკუმენტაციის მოზადებასთან დაკავშირებით.

საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე, დასკვნით სიტყვაში, ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ, ეჭვქვეშ დააყენა ჩატარებული გამოძიების სიზუსტე. არ არსებობდა არც ერთი მკტიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ნარკოტიკულ ნივთიერებასთან შეფიქ ს.-ს კავშირს. შესაბამისად, საზოგადოებრივმა ადვოკატმა თავისი დაცვისქვეშმყოფის გამართლება მოითხოვა.

საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია, შეფიქ ს. უდანაშაულოდ სცნო და, 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.