Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატმა იოსებ ნატროშვილმა სააპელაციო სასამართლოში საქმე მოიგო

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი იოსებ ნატროშვილი გასულ წელს სავალდებულო წესით იცავადა მოქალაქე გ.გ–ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის მოხმარება). 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გ.გ.–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. მასვე, "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად გარკვეული ვადით ჩამოერთვა სხვადასხვა უფლება. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილების საფუძველზე (კონსტიტუციის მე-16 მუხლის – „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების“ შეუსაბამობა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვებთან – „ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“), 2017 წლის 6 დეკემბერს, მსჯავრდებული გ.გ. დაუკავშირდა ადვოკატ იოსებ ნატროშვილს და თხოვა – მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატისთვის მისი განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.   მართლაც, ადვოკატმა შეადგინა შუამდგომლობა ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. 
 2018 წლის 5 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სრულად დააკმაყოფილა საზოგადოებრივი ადვოკატის შუამდგომლობა, რის საფუძველზეც გ. გ. გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან (ჯარიმა – 1500 ლარი) და აღუდგა "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.