Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა ბრალდებულის გამართლებას მიაღწია

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი   სავალდებულო წესით იცავადა მოქალაქე მ.მ–ს ინტერესებს.  მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლით (თაღლითობა).ბრალდების დადგენილების მიხედვით, 1998–2000 წლემბში, განსასჯელმა მ.მ.–მ შეძლო რამდენიმე  მოქალაქის ნდობის მოპოვება. იგი მათ ჰპირდებოდა ისრაელში გამგზავრებას დასაქმების პირობით. ბრალდება ამტკიცებდა, რომ მ.მ.–ს მოქალაქეებს თაღლითურად გამოართვა რამდენიმე ათასი დოლარი, ვითომდა საქმის მოგვარების მიზნით, მაგრამ მიიმალა.

სასამართლოში საკამათო სიტყვის ეტაპზე დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ სასამართლოში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმით და ჩატარებული გამოძიებით ვერ დადგინდა  მ.მ.–ს ბრალეულობა, მისი ფოტოსურათის ამოცნობაც კი, წესების დარღვევით ჩატარდა. 

საზოგადოებრივი ადვოკატის განცხადებით, საქმეში მოიპოვებოდა მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულების  ჩვენებები, რომელებიც  არასარწმუნო იყო და  ვერ შეფასდებოდა, როგორც უტყუარი მტკიცებულება. 
 საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ ლევან მარსაგიშვილის დაცვის ქვეშ მყოფის, მოქალაქე მ.მ.–ს მიმართ  გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.