Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

თბილისის მცხოვრებს სოციალური დახმარება აღუდგა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დადვანი, მოქალაქის მომართვის საფუძველზე ახორციელებდა გადახდისუუნარო, თბილისში მცხოვრები ა. ო. –ს ინტერესების დაცვას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გამოცემული  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოქალაქე ა.ო.–ს ოჯახს 2015 წლიდან შეუწყდა სოციალური შემწეობა. 

საზოგადოებრივმა ადვოკატმა მაია დადვანმა მოიპოვა მტკიცებულებები და სასამართლოში მოითხოვა  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნობა. სამართლებრივი დავა რამდენიმე თვე გაგრძელდა. 

 საბოლოოდ, სასამართლომ სრულად გაიზიარა  ადვოკატის პოზიცია და სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოქალაქე ა. ო.–ს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის შესახებ. ამავდროულად, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, სააგენტომ ბენეფიციარს სრულად უნდა აუნაზღაუროს  საარსებო შემწეობა, რომელიც მას 2015 წლის 6 აგვისტოდან –  სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეუწყდა.