სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებმა -ძმებმა გ.გ.-მ და დ.გ.-მ, რომელიც ამავე დროს შეზღულული შესაძლებლობის მქონე პირია, სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართეს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს.
ძმები რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისგან ითხოვდნენ „უსახლკარო პირად“ რეგისტრაციას.
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ლიანა კაჟაშვილი შეხვდა ბენეფიციარებს, დეტალურად შეისწავლა დოკუმენტაცია და მოამზადა სარჩელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, რომელიც გახდებოდა საფუძველი სოციალურად დაუცველი ძმების პრობლემები მნიშვნელოვნად შესამსუბუქებლად.
2017 წლის ნოემბერში პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი ადვოკატის მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტომ ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი - უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სამივე ინსტანციაში სოაციალურად დაუცველი ბენეფიციარების ინტერესებს იცავდა ადვოკატი ლიანა კაჟაშვილი.
საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოებრივი ადვოკატის მოთხოვნა - გაბათილდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უარი გ.გ-სა და დ.გ.-ს მიმართა „უსახლკარო პირად“ რეგისტრაციაზე და აღნიშნულ უწყებას დაევალაახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ.გ. და დ.გ უსახლკარო პირებად იქნებიან რეგისტრირებულები.