Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შშმ პირმა უკანონოდ გასხვისებული ბინა დაიბრუნა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს იურიდიული კონსულტაციისა და სამართლებრივი დახმარების მისაღებად მომართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა,  თ. კ–მ, რომელსაც სურდა რამდენიმე წლის წინ, მისივე ნების გამოვლენის გარეშე გასხვისებული საკუთარი  ქონების უკან დაბრუნება. 

თბილისის ბიუროს იურისტ-კონსულტანტმა მარინე ბარაქაძემ შეისწავლა საქმის გარშემო არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და შაუდგინა სარჩელი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ შშმ პირის ქონება გადაიფორმეს. მოპასუხეებთან - თ.კ–სა და ნ.კ–სთან  დავის საგანს წარმოადგენდა მხარეებს შორის  დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა   და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების თამარ კ–ს საკუთრებაში გადაცემა (დაბრუნება).

პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიციები და სარჩელი დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა აპელანტების სააპელაციო საჩივარი, რომელიც მოპასუხემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.  

უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო მხარის კერძო საჩივარი და  თ.კ.–ს აღნიშნულის თაობაზე აცნობა. კონსულტანტმა მარინე ბარაქაძემ ბენეფიციარს კვლავ შეუდგინა  სამართლებრივი დოკუმენტი. მან განცხადებაში არგუმენტირებულად მიუთითებდა, თუ რატომ უნდა დაეტოვებინა უზენაეს სასამართლოს საქმე უცვლელად. 

საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ  გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და უარი უთხრა მოპასუხეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, შშმ პირმა ბინა დაიბრუნა.