თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დადვანი ახორციელებდა სახელმწიფო ენის არმცოდნე და მოქალაქეობის არმქონე პირების, ეთნიკური არაბების -მ. ა.მ.-ს, ა. ნ.მ.ფ.-ს, ა.ნ.ფ.ს და ა.ნ.ფ-ს ინტერესების დაცვას, რომლებსაც სურდათ საქართველოში საერთაშორისო დაცვის (ლტოლვილის/ჰუმანიტარული) სტატუსის მინიჭება.
მოპასუხე მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი. ბენეფიცირთა მოთხოვნა გახლდათ მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა ადვოკატების პოზიცია და სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს ,კანონით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადავო საკითხთან დაკავშირებით.