Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გიორგი მდინარაძე (ადვოკატი)

გიორგი მდინარაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. 2007 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში ადვოკატის თანამდებობაზე სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2013 წლიდან დღემდე არის თბილისის იურიდული დახმარების ბიუროს ადვოკატი.

გიორგი მდინარაძის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები. წარმატებული საქმიანობის გამო მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული წახალისების ფორმა.

გიორგი მდინარაძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

გიორგი მდინარაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერია. გარდა ადვოკატთა (საერთო სპეციალიზაციით) საკვალიფიკაციო გამოცდისა, მას ასევე ჩაბარებული აქვს პროკურატურისა და მოსამართლეობის (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით)  საკვალიფიკაციო გამოცდები.

გიორგი მდინარაძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.