Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ლტოლვილთა სამართალში

2021 წლის 14-15 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოშის (UNHCR)  მხარდაჭერით ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი ლტოლვილთა სამართალში.

ტრენინგის ფარგლებში სიღრმისეულად იქნა მიმოხილული 1951 წლის კონვენცია ლტოლვილის სტატუსი შესახებ, ასევე განიხილეს ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრება, უნივერსალური პრინციპები და ლტოლვილთა დაცვის კონცეფცია.  შემდგომ მოხდა სასამართლო პრაქტიკების ანალიზი (ECHR და ეროვნული კანონმდებლობა).

 ტრენინგის მონაწილეებმა გარდა სამართლებრივი საკითხისა მიიღეს პრაქტიკული რჩევები პრეზენტაციის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით..