Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

დარიკო თორდიამ საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცენტრალური აზიის ოფისმა  თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატს დარიკო თორდიას  გადასცა საერთაშორისო სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ მან წარმატებით გაიარა „ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სპეციალიზებული პროგრამა“ . 

აღნიშნული პროგრამა 12 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში  მსოფლიოს 32 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. საქართველოდან პროგრამაში მხოლოდ ჩვენი კოლეგა  - დარიკო თორდია მონაწილეობდა. თეორიული და პრაქტიკული კურსების  გავლის შემდეგ მან წარმატებით ჩააბარა ექვსი სპეციალური გამოცდა. 

უახლოეს მომავალში დარიკო თორდია ონლაინ კონფერენციაზე ისაუბრებს მთავარ საკითხებზე, რასაც ითვალისწინებდა  „ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სპეციალიზებული პროგრამა“  და ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებს, ასევე საკითხით დაინტერესებულ სხვა კოლეგებს.

ვულოცავთ ქალბატონ დარიკოს  და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!