Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

თბილისის N155-ე და N 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმიტირებულ სასამართლოს დაესწრნენ

15 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გაიმართა 2022 წლის დასკვნითი იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, რომელიც ხორციელდება მოძრაობა - „ვაქციოთ კანანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში.

პროცესში ნაფიც მსაჯულებად წარმოდგენილნი იყვნენ ქალაქ თბილისის N155-ე და N 220-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეები, ხოლო დაცვისა და ბრალდების მხარეს წარმოადგენდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები.

სკოლის მოსწავლეებმა დეტალური ინფრომაცია მიიღეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით. ასევე, იმიტირებული პროცესისის საქმის მასალები იმგვარად იყო შედგენილი, რომ ნაფიც მსაჯულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ ბავშვთა უფლებებთან დაკავშრებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და კვალიფიციური ადვოკატების მხრიდან მოესმინათ სამართლებრივი შეფასებები. უნდა აღინიშნოს, განსახილველმა თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში.

იურიდიული დახმარების სასამხურის ფსიქოლოგებმა ნაფიც მსაჯულებზე დაკვირვებითა და სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საფუძველზე ჩაატარეს ნაფიც მსაჯულთა ფსიქოლო-სოციალური კვლევა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს იურიდიული დახმარების სამსახურიმა 20-მდე ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი განახორციელა.

მომავალი წლიდან იურიდიული დახმარების სამსახური კვლავ გეგმავს აქტიურად განახორციელოს ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესები, როგოც სკოლის მოსაწავლეებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

იურიდიული დახმარების სამსახური მადლობას უხდის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, პროექტის მიმდინარეობისას აქტიური თანამშრომლობისათვის.