Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იურიდიული დახმარების სამსახურმა თსუ-ში პანელური დისკუსია გამართა

2024 წლის 9 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე "იურისტის პროფესიული განვითარება".

დისკუსიის პანელზე წარმოდგენილმა ექსპერტებმა - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და   თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავიანთი თეორიული და პრაქტიკული  ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს ისეთ საკითხებზე,  როგორიცაა იურისტის პროფესიის თავისებურებები, თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილება. ასევე, როგორ ავირჩიოთ მიმართულება სამართალში, რა ეტაპები უნდა გაიაროს ახალგაზრდა იურისტმა, რომ შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია,  რას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ადვოკატობის მსურველ ახალგაზრდებს, როგორია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, როგორ ერთვებიან ადვოკატები გახმაურებულ საქმეებში, რა ზეწოლას შეიძლება განიცდიდეს საზოგადოებრივი ადვოკატი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ის მძიმე ბრალდებულს იცავს.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, განიხილეს რამდენიმე გახმაურებული  საქმე, რომელშიც საზოგადოებრივი ადვოკატები არიან ჩართული, წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები. გადაწყდა, რომ თსუ სტუდენტების მონაწილეობით მომზადდება იმიტირებული სასამართლო პროცესი.