Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იოსებ ნატროშვილი (ადვოკატი)

იოსებ ნატროშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2007 წლის 3 აპრილიდან. საადვოკატო საქმიანობას ეწევა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და არის არასრულწლოვანთა საკითხებში სპეციალიზებული ადვოკატი. 

2004 წლის 13 თებერვლიდან 2004 წლის 30 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ვაკის რაიონის სტაჟიორ–ადვოკატად საერთო სპეციალიზაციით.

2004 წლის 30 ივლისიდან 2005 წლის 02 მარტამდე მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ვაკის რაიონის ადვოკატად საერთო სპეციალიზაციით.

2005 წლის 15 მარტიდან 2006 წლის 30 მარტამდე მუშაობდა მცხეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად.

2006 წლის 30 სექტემბრიდან 2007 წლის 31 მარტამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ ადვოკატად - სისხლის სამართლის მიმართულებით.

იოსებ ნატროშვილის პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, მისი დასაცავი პირების მიმართ გამოტანილი იქნა არაერთი გამამართლებელი განაჩენი და ასევე  შეწყდა სისხლისამართლებრივი დევნა. მას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი და სასწავლო კურსი, როგორებიცაა: სისხლის სამართლის კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მიმართ, ეთიკის და სხვა.