ლევან მარსაგიშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2014 წლიდან. 2016 წლამდე მუშაობდა ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატად სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 2016 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ბიუროშისისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატად.
მას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2007 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის 3 თვიანი სასწავლო კურსი, იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ კანცელარიის განყოფილების სპეციალისტად და შემდეგ მოსამართლის თანაშემწედ. 2010 წლიდან 2014 წლის ივნისამდე ეწეოდა კერძო საადვოკატო პრაქტიკას.
ლევან მარსაგიშვილს ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და ასევე პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.