Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ ირმა ინასარიძის დახმარებით, მკვლელობაში ბრალდებული გამართლდა

მოქალაქე ე.ს.-ს ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ბ.ბ.-ის განზრახ მკვლელობისთვის. იმ საფუძვლით რომ ე.ს. თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, მისი დაცვა იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატს, ირმა ინასარიძეს, დაევალა.

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა ე.ს.-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. შესაბამისად, ადვოკატმა ირმა ინასარიძემ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა.

საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ე.ს. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.