Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმე..

2026-07-09

ხელვაჩაურში საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის საკითხებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს  მონაწილეობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საზოგადოებრივმა ადვოკატმა მაია ქათამაძემ შეხვედ..

2026-07-01

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ახალ წარმომადგენელთან, ანა რიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მცხოვრები ლ..

2026-06-24

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა. ოთარ ჩახუნაშვილმა ფონდის წარმომადგენელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა...

2026-06-22

კონფლიქტისპირა ზონის მიმდებარე სოფელ დიცში შეხვედრა ჩატარდა

12 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და გოგონებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ..

2026-06-12

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრის ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ის..

2026-06-10

აუდიტის სახელმწიფო სამსახურში შეხვედრა ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი  საქართველოს გენერალურ აუდიტორ გიორგი გაბიტაშვილს შეხვდა.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უწყებრივი  თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტი..

2026-06-09

სართიჭალის მე-2 სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის  წარმომადგენლებმა 1 ივნისი - ბავშვის უფლებათა დაცვის საერთშორისო დღე,  მიულოცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის #2 სკოლის მოსწავლეებს.  ბავშვებისთვის წარდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაცია..

2026-06-01

იუსტიციის სამინისტროში გაცნობითი შეხვედრა შედგა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უწყებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ უწყებები ეფექტიანად თანამშრომლობენ ისეთი პროექტების ფარგლებ..

2026-05-29

გაეროს სახლში შშმ პირებთან შეხვედრა ჩატარდა

2026 წლის 21 აპრილს, გაეროს სახლში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე:„იურიდიული დახმარების სამსახურის როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიან სამართლებრივ მხარდაჭერაში“. შეხვედრა გახსნეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კა..

2026-04-24