Top
ონლაინ დახმარება

          

 დავით სიმონია

   დირექტორი

   

დავით სიმონია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორად აირჩიეს 2023 წლის 8 მარტს.

2010-2012 წლებში იგი იკავებდა „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA)“-ს დირექტორის პოზიციას. 2012 წელს დავით სიმონია მუშაობდა შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2012-2013 წლებში ეკავა გამომძიებლის პოზიცია შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის სამხარეო სამმართველოში. 2013-2014 წლებში იგი მუშაობდა შსს ანტიკორუფციული სააგენტოში უფროსი ოპერატიული თანამშრომლის პოზიციაზე. 2014 წლიდან 2019 წლამდე იგი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი სახელმწიფო უსართხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში. 2019-2022 წლებში დავითი ხელმძღვანელობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკურ სამმართველოს. 2022 წლიდან მუშაობდა დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

დავით სიმონიამ 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამავე უნივერსიტეტში მიიღო მან მაგისტრის ხარისხი 2019 წელს. ამჟამად არის დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დავითი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია და ნაშრომი.

დირექტორის მოადგილეს გავლილი აქვს პროფესიული გადამზადების ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ექსპერტის რანგში.