Top
ონლაინ დახმარება

ჩატარდა ტრენინგი საზოგადოებრივი ადვოკატებისა და ფსიქოლოგებისათვის

იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებული საზოგადოებრივი ადვოკატებისა და ფსიქოლოგებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხები“.

ტრენერებმა, სამართლის ექსპერტმა გოგა ხატიაშვილმა და ფსიქოლოგმა ქეთი თავართქილაძემ, მონაწილეებთან ერთად განიხილეს სექსუალური ძალადობის არსი და მისი გენდერული ასპექტები სტამბოლის კონვენციის საფუძველზე, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინტერპრეტაციის საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

ტრენინგის მიზანი იყო საზოგადოებრივი ადვოკატებისა და ფსიქოლოგების პროფესიული ცოდნისა და უნარების გაღრმავება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და სექსუალური ძალადობის საქმეებზე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერება. ნაკლების ჩვენება