2025 წლის 11 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფლების - კნოლევისა და ავლევის (ქარელის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.
სპეციალიზებულ საქმეთა ხარისხის შეფასების სამმართველოს უფროსმა მაია ხუციშვილმა წარადგინა პრეზენტაცია, რომელშიც მიმოხილული იყო ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ბავშვის უფლებათა დაცვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსების შესახებ. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბულინგის ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის შესახებ, ესაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივ ასპექტებზე, "შემაკავებელი" და" დამცავი" ორდენების გამოცემის თემაზე.
შეხვედრებზე გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გიორგი ჯეირანაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია ბიუროს საქმიანობის შესახებ აღსანიშნავია, რომ აღნიშნულიო სოფლები წარმოადგენს გორის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას. გარდა ამისა, მოსახლეობას შეუძლია მიიღოს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ქარელის საკონსულტაციო ცენტრშიც. გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწია სოფელ ავლევის მცხოვრებლებს.