Top
ონლაინ დახმარება

 

ატენის მცხოვრებლებმა მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლეს

შიდა ქართლის რეგიონში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო და საინფორმაციო კამპანია.
2025 წლის 12 ნოემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენს.

ბიუროს უფროსმა გიორგი ჯეირანაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსხურის სერვისები და მიაწოდა ინფორმაცია გორის იურიდიული დახმარებიოს ბიუროს საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის ბოლოს კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით, კონფიდენციალურობის დაცვით, ატენის მცხოვრებლებს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწია მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

ღონისძიენა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით

undp undpgeorgia germany ruleoflaw justice justiceforall accesstojustice lasGeorgiia legalaid