Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების საბჭომ საბიუჯეტო საკითხები განიხილა

27 აგვისტოს იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს იურიდიული დახმარების სამსახურის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი გაანცო სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ. სხდომის მონაწილეებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს საბიუჯეტო პრიორიტეტებთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, საბჭომ მოიწონა იურიდიული დახმარების სამსახურის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში  ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება.

 აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების საბჭო, როგორც  კოლეგიური ორგანო, შექმნა 2014 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის, ასევე სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. საბჭოს აკისრია ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორებიცაა: სამსახურის დირექტორის არჩევა, სამსახურის სტრატეგიის დამტკიცება და მის შესრულებაზე კონტროლი, გადაწყვეტილების მიღება იურიდიული დახმარების ოფისის გახსნისა და დახურვის თაობაზე, სამსახურის საშტატო ნუსხის, დებულებისა და საქმიანობის მარეგულირებელი სხვა აქტების დამტკიცება და სხვა.