Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

თხილნარის მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარების სერვისებს გაეცნო

2018 წლის 4 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს წარმომადგენლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მოსახლეობას შეხვდნენ.

კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ და ადვოკატმა ნატო ირემაძემ სოფლის გამგებელსა და მოსახლეობას მიაწოდეს ამომწურვი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობისა და ფუნქციების,  უფასო იურიდიული კონსულტაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების გაწევის ძირითადი და საგამონაკლისო კრიტერიუმების შესახებ.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის გაცნობა, ინფორმირება აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სასესხო ურთიერთობები (ბანკებთან, ლომბარდებთან და ა.შ); მემკვიდრეობასთან დაკავშირებული თემები – სამკვიდროს მიღების ვადები და პირობები, უძრავი ქონების დარეგისტრირება,  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისგან დაცვა, შემაკავებელი და დამცავი ორდერების მნიშვნელობა და გამოცემის წესი, ვადები, ძალადობის დროს მსხვერპლის (სავარაუდო მსხვერპლის) უფლებები, საოჯახო სამართალთან დაკავშირებული საკითხები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის წესი და პროცედურები, უფასო ადვოკატირების შესაძლებლობა და უამრავი სხვა საკითხი, რომელთა ცოდნა აუცილებელია მოსახლეობისათვის საკუთარი უფლებების დასაცავად. 

შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობის მხრიდან დასმული იქნა უამრავი კითხვა აღნიშნული სამართლებრივი თემებიდან გამომდინარე. რამდენიმე მათგანს გაეწია პირადი კონსულტაციაც. ბოლოს, თხილნარში მცხოვრებლებს დაურიგდათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.