იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატი მამუკა ზოიძე სავალდებულო წესით იცავდა ბენეფიციარ ბ.ბ.–ს ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.გამოძიება 2002 წლის 27 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს ეხებოდა. ბრალდების დადგენილებით, ბ.ბ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა რ. კ.–ს. ბენეფიციარს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით (თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით).
აღნიშნულ საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი ჩაერთო იმ საფუძვლით, რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, მის მიმართ სამართლებრივი საქმის წარმოება დასუწრებლად მიმდინარეობდა და ასევე დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული პატიმრობა.
საქმის მასალების შესწავლის შემდგომ ადვოკატისთვის ნათელი გახდა, რომ წარმოდგენლი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ იყო საკმარისი და მან ბათუმის სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სრულად გამართლების მოთხოვნა დააყენა, რაც სასამართლომ გაიზიარა კიდეც.
მოწინააღმდეგე მხარემ პირველი ინტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციოში, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, საზოგადოებრივი ადვოკატის მოთხოვნა გაზიარებული და წინა სასამართლოს განაჩენი უცვლელი დარჩა.