Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მაღალმთიან აჭარას საზოგადოებრივი ადვოკატები ესტუმრნენ

2019 წლის 2 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი დავით კეკელიძე ხულოს რაიონის სოფელ დანისპარაულისა და გოდერძის უღელტეხილზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. 

იურისტებმა ადგილობრივებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა და ფუნქციები, მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია უფასო იურიდიული კონსულტაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების გაწევის ძირითადი და საგამონაკლისო კრიტერიუმების შესახებ; გასწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები უძრავი ქონების რეგისტრაციასთან, საკუთრების უფლების წარმოშობისათვის საჭირო დოკუმენტაციასთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის წესსა და პროცედურებზე, უფასო ადვოკატირების შესაძლებლობაზე და სხვა საკითხებზე, რომელთა ცოდნა აუცილებელია მოსახლეობისათვის საკუთარი უფლებების დასაცავად.

ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოხატა დიდი ინტერესი იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობისადმი. მათ განაცხადეს, რომ უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადახდისუუნარო ადამიანებისათვის. ამ კატეგორიის მოქალაქეთა რიცხვი ქვეყნის რეგიონებში განსაკუთრებით ბევრია. შეხვედრის ბოლოს დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის და უძრავი ქონების რეგისტრაციის საინფორმაციო ბუკლეტები.