Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2019 წლის 17 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსი იამზე ზანდარაძე და იურისტ–კონსულტანტი ნინო შარაშიძე შეხვდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერს, თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და სხვა უწყებების ხელმძღვანელებს. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ხელმძვანელი პირებისა და შესაბამისად, მათი მეშვეობით,   მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებას იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციების, იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების შესახებ და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების განხილვას.

იურისტებმა წარადგინეს პრეზენტაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ისაუბრეს უფასო იურიდიული კონსულტაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების გაწევის, როგორც ძირითადი, ასევე საგამონაკლისო კრიტერიუმების შესახებ.  

დიდი ინტერესი გამოიწვია პრეზენტაციამ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით; განიხილეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. 

შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს კითხვები სოციალური დახმარების  დანიშვნის, შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლების, პირობებისა და გასაჩივრების წესის შესახებ. საუბარი შეეხო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისაგან დაცვის, შემაკავებელი და დამცავი ორდერების  გამოცემის წესს, ვადებს, ძალადობის დროს მსხვერპლის (სავარაუდო მსხვერპლის) უფლებებს, სახელმწიფო დაცვის მექანიზმებს და  ა.შ

შეხვედრის ბოლოს დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის და უძრავი ქონების რეგისტრაციის საინფორმაციო ბუკლეტები, როგორც მათი, ასევე საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.

მალე შუახევში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების  ხელმისაწვდომობა გაიზრდება.