Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ბათუმის ბიურომ USAID/ROLP -ს წარმომადგენლებს უმასპინძლა

7 მარტს, ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ესტუმრნენ USAID/ROLP(სამართლის უზენაესობის პროგრამა) პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, რეგიონური მრჩეველი სამართლის უზენაესობის საკითხებში ირინა ლორთქიფანიძე, ბათუმის ჰაბის იურისტი ირინა ხახუტაიშვილი და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მენეჯერი ოლიკო შერმადინი.

შეხვედრის მიზანი იყო USAID-ის ახალი სამართლის უზენაესობის პროგრამის (ROLP) საქმიანობის მიმართულებების გაცნობა და იურიდიული დახმარების სამსახურის მოსაზრებების მოსმენა ადგილობრივი საჭიროებების შესახებ, იმისთვის რომ მიზნობრივად მოხდეს ბათუმში ჰაბის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა.

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა იამზე ზანდარაძემ სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ, რაც იურიდიული დახმარების საჭიროებებსა და წარმოდგენილ სერვისებს შეეხება.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის განხორციელება 2022 წლის იანვარში დაიწყო და წარმოადგენს 5 წლიან პროექტს, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).