Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სტუდენტების ახალმა ნაკადმა ქუთაისში სტაჟირება დაიწყო

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში ჩატარდა საორიენტაციო სემინარი ა.წერეთლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 10 სტუდენტისთვის, რომლებიც, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, სტაჟირების 4-თვიან პროგრამას იწყებენ.

სტუდენტები გაეცნენ საზოგადოებრივ ადვოკატთა საქმიანობის სპეციფიკას და იურიდიული დახმარების სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს. იურიდიული კლინიკის პროგრამის მიხედვით, სტაჟიორები გავლიან თეორიული მომზადების კურს და იმუშავებენ რეალურ სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე გამართავენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს.

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში სისხლის სამართლის კლინიკა 2008 წლიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ბიუროში სტაჟირება 70-მდე სტუდენტმა გაიარა.