Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქუთაისში იურიდიული კლინიკის სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარდათ

იურიდიული კლინიკა, როგორც ახალგაზრდა იურისტების პროფესიული ზრდის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება, განაგრძობს ფუნქციონირებას იურიდიული დახმარების სამსხურის სხვადასხვა ბიუროში.  2 მაისს იმერეთის-ქუთაისის ბიუროში   ტრენინგი  ჩაუტარდათ ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.  ბიუროს ხელმძღვანელმა გელა სიორდიამ სტუდენტებს ტრენინგის მთავარ თემად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება წარუდგინა. ყურადღება გამახვილდა საკითხებზე: საკანონმდებლო ცვლილებები,  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნოვაციები, არასრულწლოვანთა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები.

ქუთაისის ბიუროს იურიდიულ კლინიკას წელს  ჰყავს 14 სტაჟიორი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული თითოეული სამართლებრივი საკითხის განხილვაში.