Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქუთაისის ბიუროში ტრენინგი მიმდინარეობს

17.09.2018 – იმერეთის– ქუთაისის იურიდიული დახმარების  ბიურო დასავლეთ საქართველოში მოქმედი იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებს მასპინძლობს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით  ქუთაისში ტრენინგების კვირეული მიმდინარეობს. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი შონიამ ტრენინგის მონაწილეებს წარუდგინა სამართლის დოქტორი უჩა ზაქაშვილი, რომელიც სამშენებლო სამართლის საკითხებზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, მუდმივი გადამზადება ტრენინგების  ჩატარების გზით.  ამ მიმართულებით სამსახური ორ წელიწადში ერთხელ  ტრენინგ–საჭიროებების კვლევას ატარებს. ბოლოდროინდელი კვლევიდან გამომდინარე შეირჩა 8 ყველაზე მოთხოვნადი საკითხი, რომელზეც შემუშავდა სასწავლო მოდულები და ჩაინიშნა ტრენინგები იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისთვის. მათ შორისაა სამშენებლო სამართალი – ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რადგან უფროდაუფრო იზრდება საზოგადოების ინტერესი უძრავი ქონების,  მონაშენეთა უფლებების,ზედამხედველობის იურიდიული ასპექტების შესახებ.

ტრენინგების სერია ქუთაისისა და თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროებში კიდევ გაგრძელდება. 

ტრენინგიქუთაისის ბიურო