Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოფელ როხში ქალთა უფლებების შესახებ იმსჯელეს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 30 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს თანამშრომლები ბელა ჭყონია და ხვიჩა თავაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საბავშვო ბაღში, შეხვდნენ საბავშვო ბაღის თანამშრომლებსა და აღსაზრდელების მშობლებს, ასევე დევნილ ქალბატონებს.

შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ პრეზენტაცია „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის  საკითხებზე“, მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ, ძალადობის   მსხვერპლთა დაცვისა და ძალადობის ფაქტების პრევენციის შესახებ. შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ საკითხის განხილვაში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

დევნილი ქალბატონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იურისტების მიერ  წარდგენილი მეორე პრეზენტაცია ქალთა უფლებების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. მოქალაქეებმა გამოთქვეს სურვილი ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურებით.