Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

წყალტუბოში შრომის უფლებები განიხილეს

22 მაისს,  წყალტუბოში,  ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის - "ფიფლ ინ ნიდ-ის" პროექტის - „შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში“ ფარგლებში,  გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა  საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან შრომით უფლებებთან დაკავშირებით. სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს გააცნო უფასო          სამართლებრივი დახმარების სისტემა საქართველოში, ხოლო ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა წარადგინეს პრეზენტაცია საქართველოს შრომის კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესახებ.

საინფორმაციო კამპანიის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეთა ინფორმირება შრომითი უფლებებისა და იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ღირსეული შრომის პირობების შექმნას.