Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მერაბ წულაია (ადვოკატი)

მერაბ წულაია იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2007 წლიდან. იგი საადვოკატო საქმიანობას ეწევა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

მერაბ წულაიას კერძო ადვოკატად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. მის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე იყრის თავს, მათ შორის გამამართლებელი განაჩენით დასრულებული საქმეები.

მერაბ წულაიას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატად.

მერაბ წულაია არის იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე ფუნქციონირებადი იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი ადვოკატი. 2009 წლიდან დღემდე, მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთ სტუდენტს გაუვლია იურიდიული დახმარების სამსახურში პრაქტიკა სწორედ მისი ხელმძღვანელობით.

მერაბ წულაია დაოჯახებულია. ყავს მეუღლე და 1 შვილი.