Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, ოჯახში ძალადობაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი, პავლკე კაკაბაძე, იცავდა ბადრი ო.–ს, რომელსაც ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის II ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში, რაც წარმოადგენს ოჯახურ ძალადობას, ჩადენილს  არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

დასკვინითი სიტყვის წარმოთქმისას, ადვოკატმა, პავლე კაკაბაძემ, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმეში არ არსებობდა არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ბადრი ო.–ს ბრალეულობაზე მსჯელობა. შესაბამისად, დაცვის მხარემ სასამართლოსგან  ბრალდებულის გამართლება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა  საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია, ბრალდებულ ბადრი ო.ს მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი და სასამართლოს სხდომის დარბაზიდანვე გაათავისუფლა.