Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქუთაისელ მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარი ოჯახში ძალადობის და გენდერული თანასწორობის თემებზე

10 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა შეხვედრა გამართეს ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის თემა ოჯახში ძალადობა იყო.

მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზების, ოჯახში ძალადობის თეორიების, ასევე ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მექანიზმების, ასევე –  დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და მოქმედების წესებისა და პირობების შესახებ.

მოსწავლეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გენდერული თანასწორობისა და ტოლერანტული დამოკიდებულების მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე საზოგადოებაში.

შეხვადრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებს საკუთარი აზრებისა და შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობაც მიეცათ.