Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ხარაგაულის მერიაში შეხვედრა გაიმართა

(13.07.2018) იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა, ნანა ლუტიძემ და ელისო ბოგვერაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხარაგაულის მერიაში. ხარაგაულის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმინობის შესახებ. ისინი ასევე გაეცნენ იურიდიული მომსახურების გაწევის პირობებს. 

მასპინძლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ისეთი სამართლებრივი საკითხებით, როგორიცაა შრომითი დავები, ოჯახური ძალადობა, კომლის ქონება, სახელშეკრულებო ურთიერთობა და სხვა. 

შეხვედრის ბოლოს ხარგაულის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები, რათა საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების სამსახურში  მოქალაქეების გადმომისამართება შეძლონ.