Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

პერევის მცხოვრებლები სამსახურის სერვისებს გაეცვნენ

2018 წლის 31 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა, ნანა ლუტიძემ, ელისო ბოგვერაძემ და საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა – სალომე გიორგაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ პერევში.

მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმინობის შესახებ. ისინი ასევე გაეცვნენ იურიდიული მომსახურების გაწევის პირობებს. ასევე, მოქალაქეებს ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე (სამეზობლო დავები, ქონების რეგისტრაცია, საოჯახო და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული დავები და სხვა).