Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საჩხერის სოფლების მცხოვრებლებს იურისტები ეწვივნენ

2019 წლის 21 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი–ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა ელისო ბოგვერაძემ და თეა ჯანგიანმა შეხვედრები გამართეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩიხასა და სხვიტორში, ასევე, საზღვრისპირა სოფელ ჭურნალში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების,  მომსახურების პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ. 

სოფლების მცხოვრებლებმა იურისტებისაგან ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციებიც მიიღეს და სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები დაიტოვეს.