Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გრძელდება შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების თანამშრომლებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განაგრძობენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების მუშაკებთან. 25 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა  შეხვედრა გამართეს   ზესტაფონის   მუნიციპალიტეტის გამგეობის  „მუზეუმების გაერთიანების“ თანამშრომლებთან.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობების შესახებ და განიხილეს სხვადასხვა სამართლებრივი საკითხები, მათ შორის, შრომითი ურთიერთობები, ბინის პრივატიზება, სესხი, თავდებობა,  უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვა და სხვა.

იურიდიული დახმარების ბიუროები თვითმმართველობის მუშაკებთან საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია, ადგილობრივ გამგეობებთან თანამშრომლობით, მოქალაქეთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.