Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

წნორელი მოსწავლეები ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის და მსხვერპლთა დაცვის საკითხებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა წნორის სკოლა–ლიცეუმის „ეტალონის“ უფროსკლასელ მოსწავლეებთან სემინარი გამართეს.

სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები მოსწავლეებს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის და მსხვერპლთა დადცვის საკითხებზე ესაუბრნენ, ასევე – უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს.

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. სამსახურის რეგიონული ოფისების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს.

2016 წელს, იურიდიული დახმარების ბიუროების ორგანიზებით, სასკოლო სემინარები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30–ზე მეტ საჯარო სკოლაში გაიმართა.