Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ბრალდებული ქალი თითქმის ოთხწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სრულად გამართლდა

2018 წლის მაისში დასრულდა სასამართლო პროცესი დედოფლისწაყაროს რაიონის სოფელ ოზაანში 2014 წლის იანვარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულ ქალბატონს, აღნიშნულ სოფლეში მცხოვრებ  ც.ლ–ს, სავალდებულო წესით იცავდა კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს უფორსი თამაზ გურაშვილი. 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ც.ლ. 2014 წლის იანვარში მოქალაქე ნ.ა.–ს კუთვნილ ბინაში შევიდა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ. ამით დაირღვა ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა, საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160–ე მუხლით  (სანქცია: ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ორწლამდე ვადით, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით).

ბრალდების მხარის მტკიცებულებას წარმოადგენდა დაზარალებულის და მოწმეების დაკითხვის ოქმები. ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

საზოგადოებრივი ადვოკატი  გაეცნო საქმის მასალების დეტალებს, რამდენჯერმე გაესაუბრა ბრალდებულ ც.ლ.–ს  და ჩამოაყალიბა დაცვის განხორციელების სტრატეგია. დაცვის ქვეშ მყოფმა ადვოკატს განუცხადა, რომ   იგი   ნ. ა.–ს ბინაში  არასოდეს  ყოფილა ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ.

გაიმართა რამდენმე სასამართლო სხდომა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა თამაზ გურაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ  ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ც. ლ.–ს ბრალეულობას არცერთი პირდაპირ არ ადასტურდებდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მიერ მოწმის სახით დაკითხული ათი მოწმიდან ერთი დაზარალებული იყო და რვა პოლიციელი, რომელთაგან ვერცერთმა ვერ დაადასტურა ც. ლ.–ს უკანონოდ შესვლა ნ. ა–ს ბინაში. დაცვის მხარემ  ასევე აღნიშნა, რომ  შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დარღვეული იქნა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ც.ლ–ს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. 

2017 წლის მარტში საზოგადოებრივმა ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს. საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლოს განაჩენი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, არ იყო პირდაპირი მტკიცებულებები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას არსებითად დარღვეული იყო კანონის მოთხოვნა და არ შეიძლებოდა მისი მტკიცებულებად გამოყენება.

2018 წლის 18 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ,  დააკმაყოფილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და  მოქალაქე ც.ლ. გაამართლა.

სისხლის სამართლის პროცესისიღნაღის ბიუროოზაანიდედოფლისწყარო