Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ბოდბისხევის სკოლის მოსწავლეები თავიანთ უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 27 მარტს შეხვედრა კახეთის-სიღნაღის იურიდიული დაქხმარების ბიუროს ადვოკატები არჩილ ტუხაშვილი, ბექა ჯავახიშვილი და კონსულტანტი გიორგი ევსტაფიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის მე-9–10 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

მოზარდებს წარედგინათ პრეზენტაცია არასრულწლოვანის უფლებებთან დაკავშირებით, რომელშიც ასახულია, თუ რა წერია საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა კანონებში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, როგორია არასრულწლოვანთა კოდექსი და რა მექანიზმებით და საშუალებებით ახორციელებს  სახლემწიფო ბავშვთა ინტერესების დაცვას. 

მოსწავლეები, ასევე, გაეცნენ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს, საუბარი იყო იურისტის პროფესიასთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს იურისტებმა ბავშვების შეკითხვებს უპასუხეს.