Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იორმუღანლოში შეხვედრა გლობალური კამპანიის ფარგლებში შედგა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში, დღეს, 25 ნოემბერს, კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა, შერიგების, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახალხო დამცველის და შსს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა ჩაატარა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში.

შეხვედრაზე განხილული იქნა ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება და ნაადრევი ქორწინება. აღსანიშნავია, რომ იორმუღანლო ძირითდად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია და შეხვედრის თემები მოსახლეობისთვის აქტუალურია.  ადვოკატი ბექა ჯავახიშვილი შეხვედრაზე მოქალაქეებს ესაუბრა   ძალადობის მსხვერპლთათვის უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის წესი და  პირობები. 

შეხვედრის ბოლოს დარიგდა სამართლებრივი ინფორმაციის შემცველი ბროშურები. 

აღნიშნული შეხვედრა ასევე მოიცავდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროენის საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ თემატიკას.