Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატი დუზაგრამის, წიწმატიანს, პალდოს, თულარისა და კაზლარის მოსახლეობას შეხვდა

13 ივნისს,  სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის სიღნაღის ბიუროს ადვოკატი ბექა ჯავახიშვილი  შეხვდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების  - დუზაგრამის, წიწმატიანს, პალდოს, თულარისა და კაზლარის მოსახლეობას. 

ადვოკატმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, მიაწოდა ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების,   ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის , სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთაინ ბაზაში რეგისტრაციის შესახებ  და ასევე, გააცნო სამსახურის ქოლ ცენტრი, ვებგვერდი და უფარო იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო აპლიკაცია.