Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეხვედრა წნორის მოსახლეობასთან

14 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს წნორის მოსახლეობასთან.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა წნორელებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო 2016 წლის მაისში ამოქმედდა. სერვისის პოპულარიზაციის მიზნით ბიურო მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად განახორციელებს.