Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა, პანკისის ხეობაში, ქალთა უფლებებზე შეხვედრა გამართეს

იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში, უხუცეს ქალთა საბჭოს ოფისში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებს ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე ესაუბრნენ, ასევე –  უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს.

ყურადღება გამახვილდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებაზე – სახელმწიფოს ხარჯზე, უფასოდ ისარგებლონ საადვოკატო მომსახურებით, თუკი მსხვერპლი ირიცხება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს.

იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს, რითაც, გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის, უზრუნველყოფილია უფასო საადვოკატო მომსახურების ხელმისაწვდომობა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. 

საზოგადოებრივი ადვოკატები რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.