Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივი და კერძო ადვოკატებისთვის ვიდეო-ტრენინგები გრძელდება

2015 წლის იანვრიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროებში გრძელდება ვიდეო-ტრენინგები, რომლებიც, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კერძო სექტორში მოღვაწე იურისტებისთვის ტარდება. სწავლება ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) ონლაინ სასწავლო პლატფორმის (OLP) გამოყენებით მიმდინარეობს.

6 მარტს, თელავის იურიდიული დახმარების ბიუროში, გაიმართა მორიგი ვიდეო-ტრენინგი, რომელიც მტკიცებულებების საკითხებს (ბალისტიკური მტკიცებულებები; დნმ) მიეძღვნა. ამ თემაზე მონაწილეთა ცოდნის დადგენის მიზენით, სწავლების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ადვოკატებმა ტესტირება გაიარეს. ტრენინგზე დასწრებით, მონაწილე იურისტებმა სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლებისათვის აუცილებელი კრედიტები მოიპოვეს.

OLP არის ინოვაციური სასწავლო მოდელი, რომელიც მოიცავს ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) ვიდეო ტრენინგებს, დამხმარე სასწავლო მასალებს, სახელმძღვანელოებს და შესაბამის კანონმდებლობას. პლატფორმა უზრუნველყოფს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატების კვალიფიკაციის ამაღლებას და მიღებული ცოდნის დონის შემოწმებას.

ABA–სთან პარტნიორობის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახური, თავისი რეგიონული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ხელს უწყობს ონლაინ სასწავლო პლატფორმის გამოყენებას როგორც სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების, ისე კერძო პრაქტიკის მქონე იურისტების მიერ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროებში პირველი რამდენიმე ვიდეო-ტრენინგი 2014 წლის ივლისში ჩატარდა. წელს ეს პროცესი უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. წლის ბოლომდე თბილისში, მცხეთაში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 50-ზე მეტი ვიდეო-ტრენინგი ჩატარდება.