Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გომბორსა და ყარაჯალაში შეხვედრები გაიმართა

2023 წლის 25 მაისს კახეთის რეგიონში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის  მოსახლეობასთან. შეხვედრის თემა იყო აგროდაზღვევის პროგრამები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს,   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და იურიდიული დახმარების თელავის ბიუროს წარმომადგენლებმა.

 შეხვედრის მონაწილეებს იურიდიული დახმარების თელავის ბიუროს ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის თავისებურებები და მიზნები. ადვოკატმა კონსულტაცია გაუწია შეხვედრაზე დამსწრე მოსახლეობის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.